სოფელ თექალოს მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს - აქციამ რუსთავში გადაინაცვლა

გამოქვეყნდა:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალოს მოსახლეობა სოფლის მიწების გასხვისების წინააღმდეგ უკვე მესამე დღეა აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა დღეს რუსთავში გადაინაცვლეს და სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა მოითხოვეს.

თეაქლოს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოსახლეობის მიწებს მაღალჩინოსნებს აძლევს.

ხალხი ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მიწების გასხვისება არ შეჩერდება, აქციებს გააგრძელებენ, ხოლო მიწის დასამუშავებლად იქ სხვებს არ შეუშვებენ.

მათივე თქმით, მიწების ხალხისგან ფარულად გასხვისების ფაქტი პირველი არ არის და მსგავსი შემთხვევები მეზობელ სოფლებშიც მოხდა, რასაც მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება და მსხვერპლიც კი მოჰყვა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი