წამლების დეფიციტი და გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე - ხელისუფლების ახალი რეგულაციის შესაძლო შედეგი

გამოქვეყნდა:

წამლების დეფიციტი და გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე - ეს არის შედეგი, რომელსაც ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მედიკამენტების რეგისტრაციის ვადა შვიდიდან 15 დღემდე ხანგრძლივდება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამან შეიძლება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ისედაც მძიმე ვითარებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და გაძვირებულ ფასებთან ერთად, მომხმარებელმა, ვისაც წამლის საყიდელი ფული ჯერ კიდევ აქვს, მედიკამენტის ყიდვა უბრალოდ, მისი დეფიციტის გამო ვერ შეძლოს.

ნაცვლად იმისა, რომ დღეს, აი ამ გაჭირვებულ პერიოდში, იზრუნონ იმისთვის, რომ რამენაირად წამლის ფასმა დაიწიოს, პირიქით, რაც ბოლო წლებში სულ ზრდისკენ მიდის, აი ამ რეგულაციით, რომელიც მათ მოიფიქრეს და შემოაქვთ, კიდევ უფრო დიდი რისკი არის იმის, რომ წამლის ფასი გაიზარდოს, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო-რეგიონების" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო შეიცვალა და ეს ცვლილებები მცირე კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის. 

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტ სერგო ჩიხლაძის თქმით, ეს კომპრომისული ვარიანტი სირთულეებს ძირითადად ორი მიმართულებით გამოიწვევს - ფასის მატება და გარკვეული მედიკამენტების დეფიციტი.

საგანგაშო პროგნოზებს არ იზიარებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცედურის შვიდი დღიდან 15 დღემდე გახანგრძლივება არ არის ის მექანიზმი, რამაც ბაზარზე წამლის ფასზე შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი