სახალხო დამცველის 5 წელი | ნინო ლომჯარიას შემაჯამებელი ანგარიში და ელჩების შეფასება

გამოქვეყნდა:

იმედია საქართველოს ისეთივე გაბედული სახალხო დამცველი ეყოლება, როგორიც ნინო ლომჯარია იყო - ასე გამოემშვიდობა დღეს ამერიკის ელჩი სახალხო დამცველს. 

დემოკრატიის უკუსვლა, პოლარიზებული და დაძაბული გარემო - უმძიმესი წლები საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში - სწორედ ასეთ ვითარებაში მოუხდა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის მოვალეობის შესრულება. იმ წლებში, როდესაც ისევე როგორც ყველა დემოკარტიულ ინსტიტუტზე, ომბუდსმენსა და მის ოფისზე ხელისუფლების შეტევებმა განსაკუთრებული სიმწვავე და მასშტაბი შეიძინა.

სახალხო დამცველმა დღეს ბოლო 5 წლის ანგარიში წარადგინა, ნინო ლომჯარიამ მთავარი გამოწვევები და ყევალზე მნიშვნელოვანი საქმეები გაიხსენა, მათ შორისაა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას, "მთავარი არხის" დამფუძნებლის იმდენად აბსურდული პატიმრობაც, რომ ომბუდსმენმა საქართველოს პრეზიდენტს პირველად მიმართა, შეწყალების უფლება გამოეყენებინა.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტს 9 დეკემბერს დატოვებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი