"ქართული ოცნების" ოფისთან, ხვალინდელ აქციას ექიმებიც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან, ხვალ დაანონსებულ აქციას ექიმებიც უერთდებიან. როგორც ლევან ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, მედიკოსები კოლმეურნეობის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც "ოცნების" ოფისისკენ გაემართებიან:

"კოლეგებო, ხვალ, 14 სთ.20 წთ-ზე, ვიკრიბებით კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც გადავინაცვლებთ "ოცნების" ოფისთან. გთხოვთ ექიმებსა და ზოგადად მედპერსონალს, ვისაც გული შეგტკივათ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე აუცილებლად მობრძანდეთ.
უმორჩილესი თხოვნაა ეს პოსტი მაქსიმალურად გააზიაროთ." წერს ექიმი ლევან ფერაძე.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქვია ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა. აქცია 15 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი