მექსიკა და ახლა უკვე კოლუმბია - "ამერიკულ ოცნებამდე" გავლილი "სიკვდილის გზა"

გამოქვეყნდა:

ირჩევენ ციხეს და ირჩევენ სიკვდილის გზას იმისთვის რომ თავიანთ ქვეყანაში გაუსაძლის ყოფას თავი  დააღწიონ და ფიზიკურად გადარჩნენ. როცა საქართველოში მომავალს ვეღარ ხედავენ, რადგან ოჯახი შიმშილისგან დასახსნელია, გამოსავალი ემიგრაციაში იძულებით წასვლაა. ამერიკაში მოსახვედრად ჯოჯოხეთური მარშრუტი უნდა გაიარონ. მექსიკა-ამერიკის საზღვარზე  პატარა ქალაქ ნიუ ლარედოში ჩადიხარ. სტატუსით არალეგალი ხარ. ტეხასის შტატში გადასასვლელად რამდენიმე გზა არსებობს. მოკლე - ძალიან სახიფათოა. სწორედ ამას ჰქვია სიკვდილის  გზა.  ღამე, ფეხით მიდიხარ გაუკვალავ ბილიკებზე, მდინარამდე რომ მიაღწიო და სასაზღვრო პოლიციამ არასად შეგამჩნიოს. შემდეგ მდინარე უნდა  გადაცურო - ან გაგიმართლებს ან არა. უფრო უსაფრთხო კი  მექსიკა ამერიკის საზღვარზე ქალაქ ნიუ ლარედოს ციხეა. სადაც მინიმუმ 2 კვირა და მაქსიმუმ 9 თვე მოგიწევს ციხეში ჩაჯდომა. 

პლატფორმა "გამზირის" დამფუძნებლები გიორგი ხვედელიანი და ნონა მამულაშვილი  მექსიკაში ჩავიდნენ და ნიუ ლარედოში ის გზა გაიარეს, რასაც ასობით ქართველი ბოლო რამდენიმე თვეა გადის. 

გასულ წელთან შედარებით ამერიკაში მიგრანტების რაოდენობა 77%-ით გაიზარდა. რასაც მწვანე ბარათის მსურველთა რაოდენობაც მოწმობს.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი