"მშვიდობის" ქალაქი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მთავარ მოედანს, იქ სადაც წმინდა გიორგის მიერ დრაკონის დამარცხების სცენაა უკვდავყოფილი, უკვე რამდენიმე დღეა ამშვენებს წარწერა: "მშვიდობის ქალაქი". აი ამ მშვიდობის ქალაქში გუშინ მძიმე ამბავი მოვიდა. მშვიდობის ქალაქი დღეს დაცემულ გმირებს გლოვობს. მშვიდობის ქალაქში მომდევნო დღეებში 5 ცხედარს ჩამოასვენებენ ფრონტის ხაზიდან. ამ "მშვიდობის ქალაქმა" პუტინის ომის დაწყებიდან უკვე 33 თავისი შვილი დაკარგა... "მშვიდობის ქალაქიდან" 40იოდე კილომეტრში რუსის ტანკები დგანან და საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ.

ეს "მშვიდობის ქალაქი" კიდევ უამრავ ტრაგიკულ ისტორიას იტევს თავის თავში, უამრავ უსამართლობას, უამრავ ჩაგვრას და ცინიზმს. ამ სურათით ძალიან ადვილია გამოიცნო ხელისუფლების პროპაგანდისტული გათვლა. ერთის მხრივ ეს არის საკუთარი მოსახლეობის ისევ ომით დაზაფრვა, მეორეს მხრივ ეს საკუთარი უსუსურობის და უნიათობის გამარათლება, აი სამაგიეროდ მშვიდობას მივაღწიეთო. და რა სალაპარაკოა სხვა ყევლაფერი, როცა სასწორზე მშვიდობა დევსო...

და ვის, თუ არა თენგო გოგოტიშვილს, აუცილებლად გაუჩნდებოდა შეკითხვა: ხომ არ არის ეს მშვიდობა ზედმეტად მყიფე ან ამ სიტყვის გამოყენება სრულიად უადგილო ? შემქნილი კონტექსტის გათვალისიწინებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი