იაფი ევროპა VS ძვირი საქართველო | სასურსათო კალათა საქართველოსა და ლატვიაში

გამოქვეყნდა:

ზუსტად წელიწადნახევარია საქართველოში ინფლაცია 10%-ზე მაღლაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეების ისედაც მცირე შემოსავლების რეალური მსყიდველობითი ძალა თვიდან თვემდე ეცემა. ხელისუფლებისთვის ასე საამაყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დადებითი შედეგებიც მეტწილად სწორედ ინფლაციამ გაიწოვა და გააუფასურა.

საკუთარი მოქალაქეების გულისწყრომასა და საყვედურს კი მთავრობა ნიშნის მოგებით პასუხობს, რომ ინფლაცია გლობალური პრობლემაა. ეკონომიკური მიღწევებისა თუ წარუმატებლობის ყველაზე კარგი და უტყუარი ინიდიკატორები მაინც საკუთარი საფულე და მაცივარია. ხოდა ჩვენც გადავწყვიტეთ მცირე ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა.

შევადგინეთ და ერთმანეთს შევადარეთ მეტნაკლებად იდენტური სასურსათო კალათა საქართველოში და ლატვიაში, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ შემოსავლიან სახელმწიფოში. მათ შორის ევროპული სასურსათო სუბსიდიების წყალობით ლატვიური კალათა მნიშვნელოვნად იაფი გამოვიდა. და ეს მაშინ, როცა ამ სახელმწიფოს შემოსავლების დონე ჩვენს ეროვნულ შემოსავლებს მნიშვნელოვნად უსწრებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი