დიდება გმირებს! | შავი ლენტები თავისუფლების მოედანზე

გამოქვეყნდა:

მოქალაქეებმა თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხესა და წარწერასთან - "მშვიდობის ქალაქი" სამგლოვიარო შავი ლენტები შეაბეს. მათ გააპროტესტეს კალაძის ეს საახალწლო სლოგანი და უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს პატივი მიაგეს.

ამ ინიციატივით დღეს პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია გამოვიდა და საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდა. თავისუფლების მოედანზე საზოგადოების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ მისული.

ხოშტარიამ კი ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ბრძოლაში გუშინ, 3 დეკემბერს, 5 ქართველი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი