ავარია ახალდაბასთან | არსებული ინფორმაციით, კატასტროფის მანქანა ჯერ პოლიციას, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა

გამოქვეყნდა:

ახალდაბასთან კატასტროფის მანქანა ავარიაში მოყვა. ინფორმაციას "ბორჯომის ტელევიზია" ავრცელებს და წერს, რომ კატასტროფის ცენტრის მანქანა სავარაუდოდ, ჯერ პოლიციის ავტომობილს, შემდეგ კი ტრაილერს დაეჯახა.

მათივე ცნობით დაზიანებულია კატასტროფის ცენტრის მანქანა, პოლიციის ავტომობილს კი მინიმალური დაზიანება აქვს.

შსს-ს პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი