ივანიშვილის მთავრობა დაკარგული გმირების გლოვას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ დღე არ გავა ფრონტის ხაზიდან ჩვენი ბიჭების სიკვდილის ამბავი არ მოვიდეს. საკუთარი კაპიტულანტური და სამარცხვინო პოზიციის შესაფუთად კი ოცნება ისევ მახინჯ პროპაგანდას ამუშავებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ავღანეთში დაღუპულებს საქართველოში პატივს არ მიაგებდნენ.
არადა, ჩვენი არქივი უამრავ კადრსა და ისტორიას ინახავს როგორ ხვდებოდა სამშობლო, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი თავის სამხედროებს, მსოფლიოს უსაფრთხოებისა და ღირსების მცველებს. სწორედ ამიტომ დღესაც უკრაინაში ჩვენი დიდი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულებს ხელისუფლების გარდა, მთელი საქართველო გლოვობს და განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.
დიდება გმირებს!