"არ გლოვობს მთავრობა, იგლოვებს ხალხი!…" | "სირცხვილიამ" კანცელარიასთან საქართველოს დროშა დაუშვა

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა კანცელარიის წინ, საქართველოს დროშა დაუშვეს.

"როდესაც არ გლოვობს ხელისუფლება, გლოვობს ქართველი ხალხი" - თქვეს მოძრაობის წევრებმა.

ცნობისთვის, 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. მძიმე საომარი ვითარების გამო მათი ცხედრების ბახმუტიდან გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

ცნობილია, რომ შეტაკება ქალაქ ბახმუტთან მოხდა, რომელიც ომში ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 

პუტინის ომს უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი