უკრაინელებმა პარლამენტის წინ ქვეყნის შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს | აქცია რუსთაველზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის წინ, უკრაინელებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს. 

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან კიდევ ერთხელ შეახსნეს მსოფლიოს, ვისი წყალობითაც ძლებს, გაიმარჯვებს და კიდევ უფრო გაძლიერდება უკრაინა. 

აქციას, მოძრაობა "სირცხვილიაც" შეურთდა. 

გარდა ამისა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქემ მიიტანა ბანერი წარწერით: "ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ თქვენს მსხვერპლს", რომელზეც წერია იმ ქართველი მებრძოლების სახელები, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში გმირულად დაიღუპნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი