"ვითხოვთ წყალს" - წყალტუბოს მოსახლეობა არასრებულ წყალში გადასახადს იხდის

გამოქვეყნდა:

"21-ე საუკუნეში ვითხოვთ წყალს"- ამ სლოგანით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა.

100-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხოვრება უმძიმეს პირობებში უწევთ, რადგან წყლის ყიდვა და შორი მანძილიდან მოტანა უწევთ.

მოსახლეობა ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, რეზერვუარები აშენდა და მილებიც გაიყვანეს, წყალი მხოლოდ ზამთარში აქვთ. გარდა ამისა, მოსახლეობას არარსებულ წყალზე გადასახადების გადახდაც უწევს.

ხალხი ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ პრობლემით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. აქციას დღეს ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერი გია თევდორაძეც შეუერთდა.

მოსახლეობა ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს და ქუთაისი-წყალტუბოს მთავარი მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი