ტექდათვალიერება ნათხოვარი ავტონაწილებით - ექსპერტები რეფორმის ჩავარდნაზე საუბრობენ 

გამოქვეყნდა:

ქართული ტექინსპექტირება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ტექნიკური ინსპექტირების ევრო დირექტივასთან შესაბამისობის დასადგენად სპეციალური კვლევა 
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ჩაატარა.

კვლევა 12 მარტიდან - 20 აპრილის პერიოდს მოიცავს და  მასში საუბარია როგორც ხარვეზებზე, ისე პრივილეგირებულ კომპანიებსა და შესაძლო კორუფციის ნიშნებზე.

დავით მესხიშვილის თქმით, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ავტომანქანების მფლობელები ტექდათვალიერებისთვის მანქანების ნაწილებს თხოულობენ:​

"ასე გაიარეს ყვითელმა ავტობუსებმა ინსპექტირებმა ჩვენი ინფორმაციით, როდესაც გარაჟში ხდებოდა ერთი ავტობუსის აწყობა და ინსპექტირების შემდეგ ავტონაწილების უკან დაბრუნება" - ამბობს მესხიშვილი.

ექსპერტების თქმით, ქუჩაში მრავლადაა გაუმართავი მანქანები, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექინსპექტირების რეფორმა შესაძლოა ჩავარდეს. მათი თქმით, სახელმწიფოს ამ კუთხით კანონის აღსრულების მექანიზმი არ აქვს. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი