სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. ფრენებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს.
"აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის" - წერია განცხადებაში.
ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
• მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.