ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა - დეგნანი 

გამოქვეყნდა:

"ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა"- ამის შესახებ ამერიკის ელჩმა განაცხადა.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცული უნდა იყოს.

„აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში.

ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს“, - აღნიშნა ელჩმა, კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს.

პროცესის პარალელურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენის მოთხოვნით, აქცია გაიმართება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი