პოლიციის 10- მდე ეკიპაჟია მობილიზებული გორში, კომბინატის დასახლებაში. შინდისის გზატკეცილზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილობრივების თქმით, პოლიცია ადუაშვილების ბინას ჩხრეკს. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.
ადგილზე იმყოფება გორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი პატიაშვილი, რომელიც კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.