რა მიზანს ემსახურებოდა ფოტოები ვერ გავიგე, თუ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, მიხეილ სააკაშვილი, ტყუილია - დღეს იმის ლანდია | გიული ალასანია 

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს, რომელიც 29 აგვისტოთი თარიღდება, დღეს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ამ ფოტოების გავრცელების მიზანი გაუგებარია. 

გიული ალასანია პირდაპირ ამბობს, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გუშინ გავრცელებული ფოტოები მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას არ ასახავს. 

"ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, მან არაფერი იცოდა,  მე არ ვიცოდი, არავინ არაფერი იცოდა და მე არ ვიცი, საიდან მოხდა ეს, რა ფაქტია საერთოდ? რა მიზანს ემსახურება ვერ გავიგე. იმიტომ, რომ ფოტო რომელიც მე ვნახე, ის არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ დღეს გვაქვს, ადამიანი არის დღეს იმის ლანდი. მიზანი რა იყო ვერ გავიგე, თუ უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "ფორმულამ" გავრცელა  კლინიკა "ვივა მედში" გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელიც 29 აგვისტოთი თარიღდება. "შაბათის ფორმულამ" პირველად გავრცელბეული ინფორმაცია,რომ ფოტოები ერთი თვის წინ არის გადაღებული, მოგვიანებით შეასწორა და დამადასტურებელი ფაქტი, სურათების გადაღების თარიღი  გამოაქვეყნა.  

გავრცეებულ ფოტოებში მესამე პრეზდენტი ბევრად უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ახლა. ბოლო 2 თვეში  მისი მდგომარეობა დამძიმდა და მედიკოსების ინფორმაციით, სექტემბრის თვიდან დღემდე წონის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა.  მთელი საქართველო და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ახლა 14 დეკემბერს ელოდება, სწორედ ოთხშაბათს არის ჩანიშნული საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც წესით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი