თბილისის მერიამ 320 ათასი ევროს ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

თბილისი მერი, კახი კალაძე თბილისელებს მანქანებიდან ჩამოსვლას და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გასვლას ურჩევს, ეს მაშინ, როდესაც მეტროსადგურები მგზავრთა დიდი ნაკადისთვის სრულიად მოუმზადებელია, ეს კი თბილისის მერიამ, მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნია, რაც ხალხის უკმაყოფილება გაიზარდა.

დაუგეგმავი სატრანსპორტო პოლიტიკის გამო, კახი კალაძე იძულებულია სასწრაფოდ გამოაცხადოს 320 ათას ევროზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვა.

 გამარტივებული შესყიდვით, ავტომატური საკონტროლო პუნქტები უნდა მოწესრიგდეს 3 მეტროსადგურში, ესენია: ვარკეთილი, ახმეტელის თეატრი და დიდუბე.

​არსებული ინფორმაციით, ავტომატური საკონტროლო პუნქტების რეაბილიტაცია, ახლით ჩანაცვლება და დამატება მოხდება იმისთვის, რომ შეამცირონ მგზავრთა ნაკადი.

კორუფციის მკვლევრები ​სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კალაძეს ეს მაშინ უნდა გაეკეთებინა, როცა სატრანსპორტო რეფორმას იწყებდა


 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი