გმირი შვილის გმირი მამა | ხოფერიების ოჯახის ისტორია და თაობების ბრძოლა რუსეთთან

გამოქვეყნდა:

"ვცოცხლობთ - საქართველოსთვის... ვიბრძვით - საქართველოსთვის... და თუ ვიღუპებით, იმისთვის რომ იცოცხლოს საქართველომ..." - ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც გუშინ თავისი ერთადერთი შვილი მშობლიურ მიწას მიაბარა, ადამიანს, რომელიც თავადაც იბრძოდა აფხაზეთის ომში, და ვისი ძმაც, კიდევ ერთი ჯამბულათ ხოფერია, ასევე რუსეთთან ომმა იმსხვერპლა.

ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე უკრაინაში პუტინის სისხლიანი ომი დაიწყებოდა, და ვიდრე მისი ვაჟი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდებოდა, აფხაზეთის ომის ვეტერანი "მთავარ არხზე" ერთი უცნაური თხოვნით და დაუჯერებლი ამბით მოვიდა.

ამბით, აფხაზეთის ომის უიარაღო გმირის შესახებ, რომელიც ისტორიის ბედუკუღმართობით დავიწყებას იყო მიცემული. არჩილს ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა, აფხაზეთში გმირულად დაცემული ახალაგზრდა 
უიარაღო მებრძოლის შესახებ გაეგო ქვეყანას და მისი ღვაწლი არ დაკარგულიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი