"როსნეფტის" სიმბოლო ქუთაისში | ჭიდაობის ტურნირი, სავარაუდოდ, რუსული კომპანიის სპონსორობით ჩატარდა

გამოქვეყნდა:

რუსული ენერგოგიგანტები საქართველოში საკუთარი თავის დამკვიდრებას უკვე აქტიური მარკეტინგით ეწევიან. ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭიდაობის წლის მთავარი ღონისძიება “ფალავნობა 2022” რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტის” წარწერის ფონზე გაიმართა.

“როსნეფტის” მფლობელი ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და პარტნიორი იგორ სეჩინია. კომპანიაც და მისი მფლობელიც დასავლეთის სანქცირებულთა სიაში არიან. გარდა ამისა, “როსნეფტი” რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქტიურ საქმიანობას ეწევა, რითიც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონს უხეშად არღვევს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი