ტექინსპექტირება "ქართულად" - კორუფციის ნიშნები რეფორმაში

გამოქვეყნდა:

მომხმარებელთა დიდი ნაწილი ინსპექტირებას მანიპულაციების გზით გადის. კვლევა ამის შესახებ "ტრანსპორტირებისა და გზების ასოციაციამ" ჩაატარა. "მთავარმა არხმა" ინფორმაციის გადამოწმება მეორადი ავტონაწილების მაღაზიაში სცადა. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელს შეუძლია ავტონაწილები იქირაოს, გაიაროს ტექინსპექტირება და შემდეგ დააბრუნოს, დახარვეზებული ავტომანქანით კი ქუჩებში, ისევ მთელი წელი იაროს. კვლევის თანახმად, სწორედ ასე გაიარეს ყვითელმა ავტობუსებმა ტექინსპექტირება.

კვლევის მიხედვით, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება საქართვლეოს" მხარდაჭერით ჩატარდა, ცხადი ხდება, რომ ავტომობილების ინსპექტირების რეოფრმა ჩავარდა. კვლევის შედეგები საგანგაშოა. ყველაზე 
მთავარი, რასაც ექსპერტებმა მიაგნეს არის ის, რომ რეფორმაში კორუფციული ნიშნები იკვეთება. 

რატომ სჭირდება ქვეყანას რეფორმა, რომელიც დანიშნულებას ვერ ასრულებს და რატომ არ იხვეწება სფერო უცნობია. თუმცა ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებას კარგად იცნობენ აცხადებენ, რომ რეფორმა თავიდანვე ჩავარდნისთვის იყო განწირული. ექსპერტებისთვის, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, უცნობია ეკონომიკის სამინისტროს, რომელი დეპარტამენტია ამ მექანიზმის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი.

მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს გარკვეული ბაზა აქვს იმ მანქანების, რომელთაც ტექისპექტირება გაიარეს ან დახარვეზდნენ, ეს მაინც არ აჩვენებს სრულ სურათს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სრული სტატისტიკა, არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა და ვერ ხდება კანონის აღსრულება. დგინდება, რომ გზებზე პოლიცია არ აჯარიმებს იმ მანქანებს, რომლებიც მინიმუმ შავ კვამლს აფრქვევს.

დედაქალაქში, რომ ჰაერის დაბინძურება ნომერ პირველი პრობლემაა ეს ფაქტია და კოვიდ 19-ის ეპიდემიამაც გვაჩვენა. გარემოს დამცველები ამ პრობლემის სწრაფად მოგვარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პირველ რიგში ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი.

რეფორმა, რომ დანიშნულებას ვერ ასრულებს ეს კვლევის პირველმა ეტაპმა უკვე აჩვენა. დაგვანახა ისიც, რომ საერთაშორისო სტანდარტებს ძირეულად ჩამოვრჩებით. რეფორმა გამოსწორდება თუ დარჩება მხოლოდ ქაღალდზე, ეს იმ უწყებებზეა დამოკიდებული, რომელთაც კონტროლი ევალებათ. თუმცა ვინ არის ასეთი უცნობია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი