ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის ორი მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს
კახეთში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალს, რომელიც ირანში მოგზაურობდა, ქვეყანაში შემოსვლის უფლება ამ მიზეზით არ მისცეს. თუმცა შესთავაზეს, რომ საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსებდნენ, რაზეც მან უარი განაცხადა.
შემოსვლის უფლება კიდევ ერთ მამაკაცს არ მიეცა, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნებოდა და ის აზერბაიჯანში დაბრუნდა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობს.
მათ არ აღენიშნებოდათ არანაირი სიმპტომები - არც ტემპერატურა, არც ხველა, მაგრამ რადგან საბაჟომ აღნიშნა, რომ ეს ქალბატონი 16 დღის წინ იყო გადმოსული ირანიდან, მას ეკუთვნოდა უკვე იზოლაცია, ამაზე მათ უარი განაცხადეს და თვითონვე გაბრუნდნენ უკან“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ქვეყნის საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია. ცოტა ხნის წინ ქუთაისის აეროპორტში ბარი-ქუთაისის რეისი ჩამოფრინდა და ყველა მგზავრი შეამოწმეს, არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ დაუდასტურდათ. იტალიიდან ჩამოსული ქართველები ამბობენ, რომ მილანში პანიკაა და პირბადეების დეფიციტია.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიას, ცოტა ხნის წინ, ჩაიკეტა ენგურის ხიდი. ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდისკენ მოქალაქეებს აღარ უშვებენ.