ვიდეო, სადაც რუსი "ტურისტი" ისტორიული ციხე-სიმაგრის კარს ფეხით ანგრევს, საგარეჯოში, ჩაილურის ციხეზეა გადაღებული

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ანგრევს ფეხით ისტორიული ციხე-სიმაგრის კარს რუსი "ტურისტი", საგარეჯოში, ჩაილურის ციხეზეა გადაღებული.  ექნება თუ არა რეაგირება შსს-ს ამაზე უწყებაში "მთავარ არხს" უთხრეს,რ რომ დეტალებს არკვევენ.

ჩაილურის (ნიახურას) ციხე მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრეა, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა და მას თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა.

ავტორი: ია გულიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი