პირს, რომელიც ქუთაისში ავტობუსის გატაცებისთვის დააკავეს, ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. მისი უფლებადამცველის თქმით, შემთხვევის დროს კაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაკუთრების ან მგზავრების გატაცების მცდელობა არ ჰქონია.
გატაცების მონაწილე 24 წლის კაცი და მისი მეგომარია, ახალგაზრდა კაცმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის წაყვანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მძოლმა რამდენიმე წუთით საჭე დატოვა და თამბაქოს მოსაწევად გადავიდა. ავტობუსში 20 მგზავრი იმყოფებოდა.
"ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე არ გადმოგვცემია სისხლის სამართლის საქმის მასალები. მგზავრების უმეტესობა ამ ფაქტს იუმორით უყურებს, ვიდრე რაიმე სერიოზულ გატაცების შემთხვევას. თვითონაც არ იცის სად მიჰყავდა, რა მარშრუტით გადაადგილდებოდა, რაიმე მიზანი, რომლის მიხედვითაც მას სურდა ავტობუსის მისაკუთრება ან ვინმეს გატაცება, ნამდვილად არ ყოფილა. სინამდვილეში გვაქვს ადგილი ისეთ ქმედებასთან, როცა ძლიერი ალკოჰოლური ქმედების გამო ადამიანი მის საქციელს ვერ აკონტროლებს", - თქვა არჩილ ნიჟარაძემ.
ცნობისთვის, შემთხვევა ქუთაისში გუშინ, 16 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუფლება სცადეს. ორივე მათგანი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. პოლიციამ მომხდარზე 2 პირი დააკავა, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.