გორში, ვერხვების დასახლებაში, მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით, გზა გადაკეტა

გამოქვეყნდა:

პროტესტი გორში - ვერხვების დასახლებაში, მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით, გზა გადაკეტა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზაზე ერთგვარი ცოცხალი ჯაჭვი გაკეეთეს და ტრანსპორტს გადადგილების შესაძლებლობა არ მისცეს. 

პროტესტის მონაწილეები ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას უშედეგოდ ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს გზის გახსნა სამართალდამცველებმა მოსთხოვეს, პოლიცია სუხიშვილის ქუჩაზე ახლაც პატრულირებს.

ხალხი ამბობს, რომ დასხლებას სასმელი წყალი გრაფიკით რამდენიმე საათით მიეწოდება და არის შემთხვევები, როდესაც წყალი საერთოდ არ აქვთ. მათივე თქმით, გორის მერიას დახმარების თხოვნით, არერთხელ მიმართეს თუმცა, პრობლემაზე არავინ რეაგირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი