"თქვენ ხომ ხართ მომსწრეები, ვინ იწყებს აგრესიული ენით საუბარს, ვინ იტყუება და ტყუილზე ვინ იბრაზებს ხოლმე შემდეგ თავს, თქვენ ხომ მთავარი მომსწრეები და მოწმენი ბრძანდებით იმისა, თუ ვინ იწყებს აგრესიული ენით საუბარს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ვინ "აფეიკებს" ყველაფერს და ვინ იტყუება, ტყუილზე ვინ იბრაზებს ხოლმე შემდეგ თავს. ისევე როგორც რეზოლუციის ნაწილში, ისევე როგორც სამხედროების ნაწილში, ისევე როგორც, სამხედროების მოქალაქეობის ნაწილში რაც იკადრეს, ეს ყველაფერი ხომ მათი ინიციატივა იყო და თუ თვითონ ამბობენ იმას, რომ ეს რადიკალური აგრესიული ნარატივი შობს შემდეგ სხვა აგრესიას, მაშინ შეიკავონ თავი ნუ დაიწყებენ. რას გვთავაზობენ, მოდი მე შენ აგრესიული რიტორიკით გაგლანძღავ, "დავაფეიკებ" ამბავს და შენ პასუხიც არ გამცე, ხომ ხედავ რა საშინელებები ხდება ამის შემდე.. ჩვენ ყველამ პასუხი უნდა გავცეთ ყველა მათ "ფეიკ" რიტორიკას"
"ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის შესახებ, ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა