მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. გადამწყვეტ სასამართლო პროცესამდე 3 დღით ადრე ცენტრ "ემპათიას" დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტი რთული ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ამ დასკვნამდე ექსპერტთა გუნდი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მივიდა.
სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია 6 სხვადასხვა ტოქსიკური ელემენტი, რომელთაგან ზოგიერთი რადიოაქტიურია. დიდი ალბათობით ციხეთა სისტემაში სააკაშვილს ამ დრომდე დაუდგენელი კომბინირებული ქიმიური ნაერთით ხანგრძლივი დროის განმავლობაში წამლავნდნენ.
ვინ მოწამლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა 22 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოუწევთ უცხოელ ექსპერტებსაც - სწორედ ამერიკელი ტოქსიკოლოგი და ფსიქიატრი მისცემენ ჩვენებას მოსამართლე გიორგი არევაძეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი