ძალადობა პოლიციელების მხრიდან | 19 წლის ნიკა ოსაძე სამართალდამცველებს ამხელს

გამოქვეყნდა:

იძულება და ტერორი ძალოვანების მხრიდან. 19 წლის ნიკა ოსაძე სამართალდამცველებს ამხელს. ახალგაზრდა პირდაპირ ასახელებს აგარის პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მას სასტიკად გაუსწორდნენ. ოსაძის განცხადებით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში განყოფილების უფროსი სოსო გელაშვილი პირადად მონაწილეობდა.

კიდევ უფრო საზარელია ბრალდებები, რომელზეც დაზარალებული ახალგაზრდის დედა საუბრობს. ნინო ლურსმანაშვილის თქმით, მისი შვილები სამართალდამცველების სამიზნეში უფროსი ვაჟის პატიმრობის შემდეგ აღმოჩნდნენ. პოლიცია მათ მუდმივად აიძულებდა თავისუფლების სანაცვლოდ სამართალდამველებთან თანამშრომლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი