კიდე გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია...სიცოცხლისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი კლინიკა ვივა მედში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და როგორც გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტს ლოცვები წაუკითხა და ზეთი აცხო. 

მღვდელმთავრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ დროის განმავლობაში იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა. მისი თქმით, პაციენტი მხოლოდ ზეთისცხების იმედად არ უნდა იყოს და მან მკურნალობა უნდა გააგრძელოს: 

"მე ხმამაღლა ვამბობ ჩემს პირად სურვილს. მე ვთვლი, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში და ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვსაც და მთლიანად წავუსვი ზეთი მთელს სხეულზე. მე დიდი იმედი მაქვს, ეს ზეთი კურნავს ადამიანს, მაგრამ მთლიანადა ამის იმედზეც არ უნდა ვიყოთ და ადამიანმა უნდა იმკურნალოს.

ძალიან გამხდარია, უფრო მეტად კიდე გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვეღარ წარმომიდგენია...

ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ ნებისმიერი მიდრეკილება. ამაში ადანაშაულებენ მას და მე ვამბობ, რომ ეს დიდი ცოდვაა. სიცოცხლისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად. 

სიკვდილი არ მიუსჯია არავის მისთვის. თუ ის სიკვდილმისჯილია, თუ მას უვადო პატიმრობა ეკუთვნის, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ" ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი