გორში "კომუნისტური პარტიისა" და "სტალინელების" წევრებმა წელსაც აღნიშნეს სტალინის დაბადების დღე.
ისინი სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ და ყვავილები, ასევე, სხვადასხვა "ხატები" მიიტანეს. ამჯერად შეკრებილებმა მოითხოვეს, რომ აიკრძალოს ძაღლების შესვლა მუზეუმის ეზოში, ასევე, ველოსიპედით სიარული იმავე ტერიტორიაზე.
"სტალინელები" წელსაც ითხოვენ დაიდგას სტალინის ძეგლი, რომელიც გორის ცენტრიდან 2010 წელს აიღეს.
ფოტო: მთავარი არხი
ფოტო: მთავარი არხი
ფოტო: მთვარი არხი.
ცნობისთვის, სტალინის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს გორში ყოველწლიურად აღნიშნავენ.