"მაკანკალებს, უპატრონო ვარ" | ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები ვალია ვანიშვილი ავადაა 

გამოქვეყნდა:

ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები ვალია ვანიშვილი ავადაა. როგორც თავად ამბობს, საწოლიდან წამოდგომას ვეღარ ახერხებს. შესაბამისად, ღუმელის დანთებასა და სახლის გათბობაც არ შეუძლია. 

ვალია ბებო მარტოა და საუბარი უჭირს. 

"ლოგინდან ვერ ვდები, მაკანკალებს. უპატრონო ვარ",- ამბობს ვალია ვანიშვილი "მთავარ არხთან" სატელოფონო საუბარში. 

საქართველის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიმდინარეობს კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით.

ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით ვალია ვანიშვილს კვირის განმავლობაში რამდენჯერმე აკითხავს ექიმი. ასევე 24 დეკემბერს კვლავ იგეგმება მისთვის სამედიცინო კონსულტაციის გაწევა.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, პირის თანხმობის შემთხვევაში მოხდეს მისი გადმოყვანა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი