"დაღამების გვეშინია ადამიანებო..." - ჩაბნელებული ხევსურეთი და გაფლანგული მილიონები

გამოქვეყნდა:

"სალიარკის ლამპებზე ვიხრჩობით, ცოდვა ვართ! ვინ გაჩერდებოდა, დაიცალა არხოტი!" -  დუშეთიდან, არხოტის ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა  ცდილობს "ოცნების" ხელისუფლებას ხმა მიაწვდინოს. ის, ვინც საქართველოს კარიბჭეს იცავს და  უკვე ორი კვირაა უშუქოდ არის დარჩენილი. მიზეზი უხარისხოდ აშენებული ჰესია, რომელზეც 2019 წელს მილიონები დაიხარჯა, მაგრამ არხოტის ხეობის სოფლებში ისევ სიბნელეა და დენი წლის განმავლობაში ხან 7, ხან კიდევ  10 თვე არ აქვთ. 

ადგილობრივების თქმით, ამის მიზეზი თაღლითობა, მოპარული მილიონები და ჰესის არასწორი აშენებაა, რადგან შემსრულებელმა კომპანიამ  ძველი, უკვე ექსპლუატაციიდან გამოსული მილები სრულად არ შეცვალა და  ძველებს მხოლოდ რამდენიმე ახალი მილი დაუერთა. სანახევროდ მოწყობილმა სისტემამ არ იმუშავა და არხოტელებს ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე უწევთ. 

მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ამ თაღლითობით მილიონები მოიპარეს. არადა პროექტისთვის 4 მილიონამდე უნდა დახარჯულიყო.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი