რუსთავის-თბილისის გზაზე ცოლ-ქმრის მკველელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ინფორმაცია კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მკვლელობის შესახებ "მთავარმა არხმა" გააშუქა.
მკვლელობის მოტივად ფინანსური დავა სახელდება. დამნაშავემ ცივი იარაღით ცოლ-ქმარს განსაკუთრებული სისასტიკით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემდეგ ცხედრები დამარხა.
ოჯახი მოკლულ ცოლ-ქმარს რამდენიმე დღე ეძებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნაწამები სხეულები დანაშაულის დამალვის მიზნით მკვლელმა გადამალა. "მთავარის" ინფორმაციით, შსს-მ ცხედრებს დაუსახლებელ პუნქტში მიაგნო. ოჯახს ამოცნობა ნივთების საფუძველზე მოუხდა. ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. ირკვევა ის, რომ სავარაუდო დამნაშავე და მოკლული ცოლ-ქმარი ერთმანეთს იცნობდნენ.
სავარაუდო დამნაშავე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, უკვე დაკავებულია, მოკლულ ცოლ-ქმარს კი დღეს ფასანაურში დაკრძალავენ.
ამავე თემაზე: