ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა სრულყოფილი მკურნალობა მიიღოს და თუ ეს ამ ქვეყანაში ვერ ხერხდება, მაშინ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
"ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება და, რა თქმა უნდა, მას, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ მიიღოს სრულყოფილი მკურნალობა, რისი საშუალებაც არის აქ, თუ არ არის სხვაგან ესე იგი", - თქვა მეუფე გრიგოლმა.
მეუფე გრიგოლს სურვილი აქვს კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს. მისი თქმით, მან შესაბამის უწყებას განაცხადითაც მიმართა და ახლა შესვლაზე პასუხს ელოდება.