საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთიანდება - ექიმები, მსახიობები, დიპლომატები და სხვადასხვა პროფესიის ასობით ადამიანი მესამე პრეზიდენტის უცხოეთში საკურნალო გადაყვანას ითხოვს.
"გადაარჩინე მესამე პრეზიდენტი" წერილების კამპანია სოფო ჯაფარიძის ინიციატივით დაიწყო. მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს წერლის უგზავნიან, რომელშიც მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლების გამოყენებას სთხოვენ.
კაპანიაში ჩართული პირები რეგიონებში უკვე გავიდნენ და საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ. დღეს ისინი მცხეთასა და გორში იმყოფებოდნენ.