ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიცოცხლე და ჯამრთელობა არაა დაცული, არათუ სხვა ფუნდამენტური უფელებები, რა გასაკვირია, რომ დაუცველი და ინგორირებულია ცხოველთა უფლებები. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საკონონმდებლო დონეზე იყო მცდელობები, და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კანონი ქაღალდზე რჩება, პრობლემები კი მრავლდება. მორიგ ჯერზე შექმნილი საკანონდებლო პაკეტი ცხოველთა უფლებებზე მომუშავე ენთუზიასტებმა შეისწავლეს, და პარლამენტს უკან 120 არგუმენტირებული შენიშვნით დაუბრუნეს.