მესტიაში, სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი და დრონებია ჩართული.
ოჯახი აცხადებს, რომ 13 წლის მოზარდი გუშინ 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. მათი თქმით, ბიჭი ველოსპედით იყო, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი.