"ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით.
რაც შეეხება საცობებს, თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში ფიქსირდება კერძო ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლამდე 180 000-მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში, დღეს პიკის საათებში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება, ეს რიცხვი არის მზარდი. ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება, რომელიც შემოდის და გადაადგილდება დედაქალაქში. ამას უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურის შექმნა, ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მიკროავტობუსით გადაადგილება იყოს სწრაფი, კომფორტული და ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ქუჩას, იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება."
თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.