სოფელ ახას მცხოვრებლები უკანონო მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

დმანისის რაიონის სოფელ ახას მოსახლეობა აქცია მართავს - ისინი ადგილობრივ ბიზნესმენს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ. საუბარია სოფლის საძოვრებზე, რომლითაც მოსახლეობა წლებია სარგებლობს. ახლა კი, ადგილობრივების თქმით, ამ ტერიტორიაზე ბიზნესმენი ფერმას აშენებს, რაც ხალხის თქმით, უკანონოა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი საქონელს ვეღარ აძოვებენ და ასევე ბინძურდება სოფლის მდინარე, სადაც ადრე მათი ბავშვები ბანაობდნენ. სოფლის მაცხოვრებელთა ადვოკატი ამბობს, რომ არსებობს დასკვნა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი მშენებლობა არის აკრძალული. 

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა ამ ნაგებობის დანგრევაა, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, მათი თქმით, იძულებული იქნებიან, რომ ამ ადგილიდან გადასახლდნენ. 

აქციის მიმდინარეობისას ადგილზე არ გამოჩენილა არც თავად ბიზნესმენი, არც ხელისუფლების წარმომადგენლები. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი