"მგონია, რომ ეს იყო დიპლომატიური ხერხი დემარშისთვის, ოღონდ მიზეზი გაუგებარია - რა არის დემარშის მიზეზი? როგორც ჩანს, მგონია, რომ ეს იყო ფორმალური მიზეზი, რომელიც მართებულად და სწორად არ იქნა შერჩეული... სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ნამდვილი მიზეზი. როგორც ჩანს, ეს იყო პროტესტის დაფიქსირება, გინდათ დემარში დავარქვათ, გინდაც სხვა რამ. ფაქტია, რომ სხვა პოზიცია იყო, რომლის თქმაც სურდა პრეზიდენტს და პირდაპირ არ თქვა, მიანიშნა. მე ვფიქრობ, ვერც დასახელებული მიზეზი იყო სწორად შერჩეული და ვერც მის მიღმა ნამდვილი მიზეზია გასაგები"
- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე "პალიტრანიუსის" ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს.