თბილისის ზღვის დევნილების დასახლებაში დაბინძურებული წყლით ათობით ადამიანი მოიწამლა

გამოქვეყნდა:

თბილისის ზღვასთან მდებარე დევნილების დასახლებაში დაბინძურებული წყლით ათობით ადამიანი მოიწამლა. ინტოქსიკაციის გამო ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწამლულებს არიან შორის ბავშვებიც.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ სასმელი წყალი უვარგისია და სწორედ ის გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი.

ყოფილი სასტუმროს, "ოქრის საწმისის" შენობაში 50-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის არიან როგორც დევნილები, ასევე - სოციალურად დაუცველები. ადგილობრივების თქმით, წყლის დაბინძურება გაუმართავმა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემებმა გამოიწვიეს.

შემთხვევით მე გავიგე ჟურნალისტებისგან, რომ ხალხი იყო ჩვენი სასტუმროდან გადაყვანილი და მოწამლულები. იმის მერე ჩვეულებრივად მოვიხმარდით ამ წყალს, ანუ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ ფაქტობრივად, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვს და ხვალ გიორგი გახარიასთან შეხვედრასა და კანცელარიასთან აქციას გეგმავენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი