ყირიმ - კონგოს ცხელებით იმერეთში კაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით, იმერეთში, საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ფაქტს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ადასტურებს. გარდაცვლილი წყალტუბოს მკვიდრი იყო. მისი ინფიცირების წყარო კი უცნობია.

"ეს დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია, ჰოელომას ტკიპის ნაკბენით გადადის და შემთხვევა სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანებში გვხვდება”- ამბობს გიორგიძე. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი