
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 39 წლის კაცი ემსხვერპლა - შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ოჯახის ინფორმაციით, სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი, ახალგაზრდა კაცი ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლის შემდეგ უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
დამწვარ სახლთან ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, ასევე, კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცის საძიებო ოპერაცია უკვე დაასრულეს.
ავტორი: ია გულიაშვილი