პროტესტი გორში - ვერხვების დასახლებაში მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით, გზა გადაკეტა 

გამოქვეყნდა:

გორში, ვერხვების დასახლებაში, მოსახლეობამ აქცია მოაწყო და გზა გადაკეტა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა. მათი ინფორმაციით, უკვე წლებია, რაც სასმელი წყლის პრობლემას აპროტესტებენ. 

ადგილზე ამ წუთებშიც საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სასმელი წყალი გრაფიკით, რამდენიმე საათით მიეწოდებათ და არის შემთხვევები, როდესაც წყალი საერთოდ არ აქვთ. მათივე თქმით, გორის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს თუმცა, პრობლემაზე არავინ რეაგირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი