ქუთაისში, ავტობუსში მგზავრმა მგზავრს სცემა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრმა მგზავრს სცემა. შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, #25 ავტობუსში მოხდა.

თვითმხილველები “მთავარის” იმერეთის კორესპონდენტს უყვებიან, რომ მამაკაცი ტელეფონზე ბილწი სიტყვებით საუბრობდა, რაზეც გოგონებმა შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც მამაკაცი გაღიზიანდა და ქალს სახეში ხელი გაარტყა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.

თვითმხილველი მგზავრები, დაზარალებული და ბრალდებული სახლის ნაცვლად პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი