სირთულეებით აღსავსე იყო 2022 წელი "მთავარი არხისთვისაც" - წელს ოლიგარქიულმა რეჟიმმა დამოუკიდებელი მედიასივრცის ფლაგმანზე განსაკუთრებულად მძაფრი იერიში მიიტანა. საფინანსო ბერკეტებთან ერთად, "მთავარი არხის" დახურვა მისი მთავარი ფიგურის, ნიკა გვარამიას დაკავებით სცადეს.
მაისის შემდეგ არხის გენერალური დირექტორი აბსურდულ პატიმრობაშია, თუმცა რუთავის ციხიდანაც კი მხნედ იბრძვის ჩვენი და დემოკრატიული ღირებულებების გადარჩენისთვის.
ჩვენ ნიკას განსაკუთრებულად გვინდა მივულოცოთ ახალი წლის დადგომა და ვუსურვოთ, რომ ეს პატიმრობაში პირველი და ბოლო ახალი წელი ყოფილიყოს. აქვე პირობა გვინდა მივცეთ, რომ მისი გუნდი შეუპოვარ ბრძოლას გააგრძელებს თავისუფლების მოპოვებამდე.