"ამ სიცხეში რომ პირბადეს გაიკეთებ, ვინ გაძლევს გარანტიას, რომ მეორე წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ მოიმატებს?" - მეუფე იაკობი

გამოქვეყნდა:

იმის მაგივრად, რომ ღმერთისთვის ეთხოვათ, ტყუილები ვთქვით, სახლში დავრჩეთ და ვილოცოთო - მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას პანდემიის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაცობრიობამ ღვთის წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქადაგება ჯუგაანის ძელიცხოვლის ტაძარში აღავლინა და კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილ წესებზე უკმაყოფილება გამოთქვა:

"ეკლესიაში ხომ თავს იკლავდნენ ლოცვით და ახლა სახლში რომ მივიდოდნენ რამეს ილოცებდნენ, ვის სჯერა ამის? ეს დანაშაულია და ეს ბოროტება არ უნდა გავიმეოროთ. შეიძლება, უარესებიც მოხდეს და პირიქით. ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ღმერთი შეგვეწევა. სიფრთხილე აუცილებელია. ზედმეტობა არც ქრისტიანობაში ვარგა და არც სხვა რამეში. გახვალ გარეთ და ადამიანი ადამიანს აღარ ჰგავს. ამ სიცხეში რომ პირბადეს გაიკეთებ, ვინ გაძლევს გარანტიას, რომ მეორე წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ მოიმატებს, ან სასუნთქი გზების პრობლემა ვისაც აქვს, ის კარგად გააგრძელებს ყველაფერს? მხოლოდ ერთ დაავადებას გაექცე და სხვას არაფერს უყურო, მთელი იმედი იმაზე დაამყარო, რომ ის არ შემხვდეს და ეს არ შემხვდეს; სიკვდილს ვინ გაექცევა, სად გაექცევი? ჩვენ პირიქით, კარგზე უნდა ვიფიქროთ" - ამბობს მეუფე იაკობი ქადაგებისას.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და სახელმწიფომ ექიმებთან ერთად, ეკლესიის წინამძღოლობით "გამოცდა ღირსეულად ჩააბარა".

ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ დაუპირისპირდება ყველას, ვინც ხალხს ეტყვის, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ 

"თუ მოგვიწოდებენ, რომ ღმერთს არ მიმართოთ და ეკლესიაში არ მიხვიდეთო, ისინი პირდაპირ შაჰ აბასის შთამომავლები არიან, არ არიან ქართველები. მკაცრად ვამბობ, მაგრამ აწი რომ გააკეთონ, მკაცრად დავუპირისპირდები ნებისმიერს. ერთხელ დავიბადეთ და ერთხელ მოვკვდებით. ამიტომ, ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ღმერთთან რომ მივალთ, შერცხვენილები არ ვიყოთ“ - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი