ევაკუაცია გალერია თბილისიდან - რამდენიმე წუთის წინ, მოქალაქეებს სავაჭრო ცენტრი დაატოვებინეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ MTVAVARI.TV-ს უთხრა, შენობაში სირენა ჩაირთო და კონსულტანტებმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.
არსებული ინფორმაციით, საგანგაშო სირენის ჩართვის მიზეზი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე მდებარე სათამაშოების მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი გახდა. ხანძარი ელექტროგაუმართაობამ გამოიწვია. ცეცხლი სხვა ობიექტებზე არ გავრცელებულა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტერიტორია მოქალაქეებისთვის ამ დრომდე დახურულია. ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს სპეციალური გაწმენდითი სამუშაოები.