ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში ქართველმა ემიგრანტებმა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს საკონსულოსთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. ამერიკაში მყოფი ემიგრანტების თქმით, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს და ქვეყანა პრეზიდენტების სასაკლაოდ არ უნდა იქცეს.